Thursday, March 21, 2013

1.პროექტის სახელწოდება:  მარტივი და რთული პროცენტის გამოყენება.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: მარტივი და რთული პროცენტის გამოყენება.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს  მოსწავლეს ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში, კერძოდ, ბანკების მიერ შემოთავაზებულიპროცენტული მაჩვენებლიდან აირჩიოს ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი შემოთავაზება.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ცნებებისა და ფორმულების გამოყენება  მოდულირებისას  და პრობლემების გადაწყვეტისას.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-11 კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი გაკვეთილი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები დაეუფლებიან რიცხვის გამოთვლას მარტივ და რთულ პროცენტად  და დაამზადებენ პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა, კალამი, ცარცი, თაბახის ფურცელი, მარკერი, ისტ-ი, ფორმატი.
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებთან ერთად ვირჩევთ საპროექტო თემას; ‘’სამომხმარებლო მათემატიკიდან „ მარტივად და რთულად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი.(15 წუთი). კლასს ვყოფ ჯგუფებად .ავირჩევთ ლიდერებს.( 10 წუთი).მოსწავლეებს წარვუდგენ სარგებლის დარიცხვის ორ წესს.- მარტივი პროცენტის, ვთქვათ,წლიური 10 %-იანი სარგებლის დარიცხვის წესსა და რთული პროცენტის, ვთქვათ,9%-იანი სარგებლის წესს.მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით  ვავსებთ ცხრილს,სადაც მოცემულია ენ წლის შემდეგ მიღებული სარგებელი, როგორც მარტივი, ისე რთული პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში.ცხრილის გაანალიზების შემდეგ  განვიხილავთ ზოგად შემთხვევას-დარიცხვას ერ ნაწილით და ამ გზით დავასკვნით-მარტივი პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში სარგებელთა მიმდევრობა ქმნის  არითმეტიკულ პროგრესიას , რთული პროცენტის დარიცხვის შემთხვევაში-გეომეტრიულ პროგრესიას. ჯგუფებს გამოყავთ ფორმულები.(40 წუთი).  ამის შემდეგ 15 წუთს ვუთმობ პრეზენტაციას, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია მოსწავლეთა მათემატიკური განათლების  გზაზე.მარტივი და რთული პროცენტის  დარიცხვის  წესების შესწავლით მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ.  ამ პროექტს, წმინდა თეორიული მნიშვნელობის გარდა , აქვს უაღრესად აქტუალური  გამოყენების მხარეც.ყოველივე ამის შემდეგ კლასს ვაძლევ საშინაო დავალებას  კომენტარებით((10  წუთი).
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: არარის ინტეგრირება  არცერთ საგანთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინა აბაშია და ლელა ლომაძე.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  marinaabashia@gmail.com ;  lelalomadze@gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: marinaabashia.blogspot.com.   lelalomadze.blogspot.com.

No comments:

Post a Comment